სოციალური პროექტი - „ჩვენი საოცნებო ბიბლიოთეკა“ ავტორი - ნათია გოგნიაშვილი კლასი- 3 3 მონაწილეები - - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები. პერიოდი - 04.10 – 28.10.201 9 თემის აქტუალობა საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ...