სოციალური პროექტი -
„ჩვენი საოცნებო ბიბლიოთეკა“
ავტორი -ნათია გოგნიაშვილი
კლასი-33
მონაწილეები - - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
პერიოდი - 04.10 – 28.10.2019
თემის აქტუალობა
საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების
საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ.
ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკებს ძირითადად შემოწირული
წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა
და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო
ცენტრებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში
შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
დღეისთვის სასკოლო ბიბლიოთეკის მძიმე და არასანადო მდგომარეობა
სკოლის პრობლემაა. სკოლას საკუთარი ხარჯებით არაერთხელ შეუკეთებია იგი და განუახლებია
წიგნადი ფონდი, თუმცა ბიბლიოთეკა აშკარად ვერ
აკმაყოფილებს სკოლის მოსწავლეთა მოთხოვნებს.
სოციალური თანამშრომლობა 21-ე საუკუნის ადამიანისათვის
უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რაც თანამედროვე მოზარდში ნაკლებადაა განვითარებული. ამიტომაც
ახალგაზრდებში ხშირად ძალიან რთულია პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და საკუთარ სასკოლო
გარემოზე ზრუნვის უნარის ჩამოყალიბება. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში მაგალითს
ნაკლებად ხედავენ. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი
პიროვნებაში ამ თვისებების განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ უნარების
განვითარებას ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები
უწყობენ ხელს, მაგრამ მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული
ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა,
ასეთები კი მათი (მშობლები, მასწავლებლები) არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი მოსწავლეებისა
და მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზანი
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა) საზოგადოების, განათლებისა
და სასკოლო გარემოსთან დაკავშირებულიღირებულებებისმიმართსაკუთარიპასუხისმგებლობისგააზრება;
ბ)
კომუნიკაციაინდივიდებთანდაჯგუფებთან.
გ) დაახლოვოს მშობელი
სასკოლო გარემოსთან, მეტად ჩართოს იგი სკოლის ცხოვრებასა და მოსწავლეთა წარმატების
მიღწევაში.
პროექტის ამოცანები
1. I ეტპაზე-პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
მშობელთა კრების მოწვევა;-
2. II ეტაპი.-პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3.. III ეტაპი-შეგროვდეს მაკულატურა მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
4.
IVეტაპზე- მაკულატურისგან მიღებული თანხით/ან გაცვლით შევიძინოთ
წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის
გასაახლებლად;
5. Vეტაპზე- ეტაპზე გამოცხადდება
ნახატების კონკურსი „ჩემი საოცნებო ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დახატავენ
მათთვის სასურველი სკოლის ბიბლიოთეკის შენობას. გამოვლინდება გამარჯვებული;
6.VIეტაპზე- -პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
„მრგვალი მაგიდა“
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;მშობელთა
კრების მოწვევა;
2. სამუშაო შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის
არეალის გაფართოების მიზნით;
3. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
4. პროექტის ეტაპების - მაკულატურის შეგროვება-ჩაბარება, წიგნების შეძენა
5.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
6. • პროექტის
შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის
რეკომენდაციების შემუშავება„მრგვალი მაგიდა“
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის
მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი
წვლილის შეტანით სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან
სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
მაკულატურა, წიგნები, ელექტრონული - Word Excel
Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.შეგროვებული მაკულატურის რაოდენობით;
2. შეძენილი წიგნების რაოდენობით;
3.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
4.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მასწავლებელი აკვირდება ოთხივე ეტაპზე
მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების
გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ
შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,
სასკოლო ღია კარის დღეები.
პროექტის კალენდარი
|
აქტივობის დასახელება
|
04.10.19
|
08.10.19
|
11.10.19
|
15.10.19
|
18.10.19
|
28.10.2019
|
|
1პროექტის იდეისა,
მიზნისა და ამოცანების დამუშავება; მშობელთა კრების მოწვევა;
|
X
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენცია -
2. სამუშაო შეხვედრები
სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
|
|
X
|
|
|
|
|
|
3. პროექტის ეტაპებზე
პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
|
|
|
X
|
|
|
|
|
4. . პროექტის ეტაპების
- მაკულატურის შეგროვება-ჩაბარება, წიგნების შეძენა
|
|
|
X
|
|
||
|
5 აქტივობათა პრაქტიკული
განხორციელება;
|
|
|
|
|
X
|
|
|
6. • პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით
სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება„მრგვალი
მაგიდა“
|
|
|
|
|
|
X
|
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა.
ხელმოწერა--ნათია გოგნიაშვილი
28.10.2019 წ.
Comments
Post a Comment